ზუგდიდში მძღოლების აქციაზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს

ზუგდიდში მძღოლების აქციაზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს

ზუგდიდში მძღოლების აქციაზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "მეტრო+"-ის ავტობუსი სადგომზე შესვლას აპირებდა, რა დროსაც მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს და წინააღმდეგობის გაწევისთვის 4 ადამიანი დააკავეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხებნა "მეტრო+"-ს, მათი მხრიდან ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა ჟურნალისტებთან, თუმცა რამდენიმე წუთის წინ კომპანიის დაქირავებული შენობა ფოთის მერის ძმამ ვახტანგ კაკულიამ დატოვა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა. აქციის მონაწილეები ვახტანგ კაკულიას და მის ძმას, ფოთის მერს ადანაშაულებენ კომპანიის ლობირებაში.

ზუგდიდი-თბილისი და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია კომპანია "მეტრო პლიუსის" ოფისთან, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც კომპანიამ დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო.

მძღოლების განცხადებით, კომპანიას რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. ისინი "მეტრო პლუსის" სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ.