თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "გუდვილში" ძლიერი გაკვამლიანებაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოში ძლიერი გაკვამლიანების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის გამოც ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადაა გასული.
სააგენტოში ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებენ, არის თუ არა ღია ცეცხლი "გუდვილში".