სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდის შენარჩუნებას 21 მარტამდე ვარაუდობენ, ტემპერატურის მატება კი, 19 მარტიდან დაიწყება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მომდევნო დღეებში, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს ბარსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში, უფრო კონკრეტულად კი, გორში, ახალციხესა და ცხინვალში.
დასავლეთ საქართველოს ბარში დღისით, საშუალოდ, 6 - 8 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ღამით კი, 2 - 4. აღმოსავლეთ საქართველოს აღნიშნულ რეგიონებში, საშუალოდ, დღისით 7 - 9 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი, -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რეგიონებს, აქ ნალექი მოსალოდნელია თოვლის სახით.
19 მარტიდან, შედარებით მოიმატებს ტემპერატურა, არადმგრადი ამინდები კი, 21 მარტამდე შენარჩნდება.
რაც შეეხება თბილისს, დღეს, დედაქალაქში 8 გრადუსი სითბო დაფიქსირდება და იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, რომელიც დროგამოშვებით 20-25 მეტრ წამამდე გაძლიერდება. მომდევნო დღეებში კი, ტემპერატურის ცვალებადობაა მოსალოდნელი.