აშშ-ში რუსულ და ჩინურ პროპაგანდასთან ბრძოლის კანონპროექტზე მსჯელობენ

აშშ-ში რუსულ და ჩინურ პროპაგანდასთან ბრძოლის კანონპროექტზე მსჯელობენ

აშშ-ში რუსულ და ჩინურ პროპაგანდასთან ბრძოლის კანონპროექტზე მსჯელობენ. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამერიკელმა სენატორებმა რობ პორტმანმა და კრის მერფიმ ატლანტიკურ საბჭოში წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-სა და მისი მოკავშირეების დაცვაზე რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო პროპაგანდისგან.

კანონპროექტის წარდგენისას სენატორმა პორტმანმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია "აშშ-ის შესაძლებლობების გაუმჯობესება, უცხოურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის კუთხით".

სენატორ პორტმანის მოსაზრებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ნატო-ში რუსული პროპაგანდა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, რუსული ტელეკომპანია "ღუსსია თოდაყ" მარტო ვაშინგტონის ბიუროზე წელიწადში 400 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს, მაშინ როცა აშშ უცხოურ მაუწყებლობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლიურად მხოლოდ 768 მილიონ აშშ დოლლარს გამოყოფს.

სენატორ პორტმანის განცხადებით, კანონპროექტი მუშაობის სამ პრიორიტეტულ მიმართულებას განსაზღვავს. პირველი, საუბარია დეზინფორმაციასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე, რითაც დაკავდება სახელმწიფო დეპარტამენტის ქვეშ მომუშავე საინფორმაციო ანალიზისა და რეაგირების ცენტრი. მეორე, ინიციატივის ავტორები სთავაზობენ ხელისუფლებას, შეიქმნას ფონდი ადგილობრივი ჟურნალისტების, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დასაფინანსებლად.

მესამე, კანონმდებლობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს გაუწიონ წინააღმდეგობა გარე მანიპულაციებს კულტურულური და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებით.

სენატორ პორტმანის ცნობით, კანონპროექტი სენატში უკვე გადაიგზავნა.