"ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლირებადი ტერიტორიის 1/5 დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლირებადი ტერიტორიის 1/5 დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი ცენტრი "IHS Jane's"-ი იტყობინება. 

ინსტიტუტის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში დაჯგუფებამ ტერიტორიის 22%-ზე დაკარგა კონტროლი. 

ქალაქ თელ აბიადის დაკარგვის შემდეგ, "ისლამურ სახელმწიფოს" ფინანსური პრობლემები დაიწყო, რის გამოც გაზარდა გადასახადები და შეამცირა ხელფასები. ავიადარტყმებმა ჯიჰადისტების ნავთობობიექტებზე მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

ექსპერტები "IHS Jane's"-დან მიიჩნევენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მარცხი შეამცირებს დაჯგუფების შესაძლებლობას ახალი წევრების გადაბირებისთვის.