ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბარეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ინგა გრიგოლიამ განუცხადა, დაკითხვა 12:00 საათზე დაიწყება. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
"მაქსიმალურად შევეცდები მივაწოდო ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიებას დააინტერესდება", - აღნიშნა გრიგოლიამ.