ფრანგმა სამართალდამცველებმა ოთხი ისლამისტი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ოთხი ისლამისტი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ოთხი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც პარიზის ცენტრში ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. 
რეიდების ფარგლებში სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს.
საფრანგეთის უშიშროების სამსახურები ინფორმაციას ფლობდნენ, რომ აღნიშნულ პირებს ისლამისტურ დაჯგუფებებთან ჰქონდათ კავშირი. 
გასული წლის 14 ნოემბერს პარიზში აფეთქებებისა და ტერაქტების სერია მოხდა. მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერორისტული აქტებისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.