დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი "რესპუბლიკელებს" ბუნტის მოწყობით ემუქრება

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ "რესპუბლიკური პარტია" მის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარს იტყვის, ტრამპის მხარდამჭერები აბუნტდებიან. 
ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
"მე ვარ მილიონობით ადამიანის წარმომადგენელი, ბევრი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს. ხმის მიცემის უფლებას თუ ჩამოვართმევთ, ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები დაიწყება", - განაცხადა ტრამპმა. 
როგორც "ბიბისი" წერს, იმისთვის, რომ "რესპუბლიკელებმა" ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელონ, ტრამპმა 18-21 ივლისს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე 1 237 დელეგატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.