„ასეთ გაუმჯობესებას ახალი პრემიერის მიერ, ბიზნესგარემოს გაუჯობესებისკენ მიმართული რეფორმების ინიცირებით ხსნიან“

„ასეთ გაუმჯობესებას ახალი პრემიერის მიერ, ბიზნესგარემოს გაუჯობესებისკენ მიმართული რეფორმების ინიცირებით ხსნიან“

PMCG კვლევის დირექტორ, მაია გრიგოლიას შეფასებით, ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსის მიხედვით, ბიზნესსექტორისთვის 2016 წელი, ოპტიმისტურად დაიწყო.

"ეს ინდექსი ერთდროულად გვიჩვენებს როგორც მიმდინარე ბიზნეს აქტივობას, ასევე, კომპანიების მოლოდინებს მომავალი 3 თვის შესახებ", - აცხადებს მაია გრიგოლია. 

მისი თქმით, "მოლოდინების ასეთი გაუმჯობესება ISET-მა ახალი პრემიერის მიერ ბიზნესგარემოს გაუჯობესებისკენ მიმართული რეფორმების ინიცირებით ახსნა.

"მართლაც, დღის წესრიგში დგას რიგი რეფორმები, რომელიც წაახალისებს და განავითარებს ბიზნესსექტორს საქართვდლოში. ესენია, მაგალითად: კორპორატიული მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, იმპორტირებულ კაპიტალურ საქონელზე ტარიფის მოხსნა, საგადასახადო ადმინისტირების გამარტივება, გადახდისუუნარობის სისტემის ლიბერალიზაცია და სხვა. მნიშვნელოვანია, ბიზნესსექტორს იმედები არ გაუცრუვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი კვარტლიდან დავინახავთ ვარდნას იგივე მაჩვენებელში, რაც მეტად არასტაბილური გარემოს მაჩვენებელი იქნება. თუ მოხდება დაპირებული რეფორმების დანერგვა და აღსრულება, წლის ბოლომდე, ბიზნესის განწყობის ინდექსი ოპტიმისტურ დონეზე დარჩება და უკვე მომავალი წლიდან, ეს აისახება ინვესტიციებისა და წარმოების ზრდაში".

PMCG კვლევის დირექტორის შეფასებით, ISET-ის ბიზნესის განწყობის ინედქსი მნიშვნელოვანი და ინფორმატიული მაჩვენებელია.

"ეს არის საშუალება, როგორც კერძო სექტორის წამომადგენლებისთვის ასევე, სამთავრობო უწყებებისთვის, მარტივად დაინახონ ამ სექტორიში არსებული ფართო სურათი და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები. იმედი, მაქვს ამ კვლევას ISET რეგულარულად გააგრძელებს".