"რია ნოვოსტი" - რუსეთმა ერაყელ ქურთებს საზენიტო დანადგარები მიაწოდა

რუსეთმა ერაყელ ქურთებს საზენიტო დანადგარები მიაწოდა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" ერაყის ქურთისტანში რუსეთის საკონსულოში აცნობეს. 

დიპლომატიური მისიის თქმით, საუბარია 5 საზენიტო დანადგარ "ЗУ-23-2"-სა და ტყვია-წამალზე, რომელიც 14 მარტს ერაყის ქურთისტანის შეიარაღებულ ფორმირებას – ფეშმერგას გადაეცა.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, თურქეთი ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს საკუთარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. 
13 მარტს ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთების პოზიციები დაბომბა.