ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და აირჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და მათი პროტესტიც.
"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა, გულისმხობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფომირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს", - განაცხადა პრემიერმა.
"აუდიტორია 115" და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დღეს სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელებენ.