ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში, რომელიც წევრ ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობაში ჩარევებს ეხება.
"კომისია შეშფოთებულია აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის დასრულებასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული სასამართლოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრის საფრთხეს შეიცავს", - ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.