ფარული ჩანაწერების გარცელების საკითხზე მიმდინარე გამოძიებაში გარკვეული პროგრესია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მართლაც ღირსების საკითხია ის, რომ ამ კუთხით საზოგადოების ტერორიზებას ერთხელ და სამუდამოდ დაესვათ წერტილი.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ პროკურატურა ძალიან აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე. არის გარკვეული პროგრესი გამოძიებაში და ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, რომ მართლაც ღირსების საკითხია ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთით დავუსვათ წერტილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება.