ზუგდიდში მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდში მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგიდიდან იუწყება, აქცია კომპანია "მეტრო პლუსის" ოფისთან, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც კომპანიამ ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო და შესაბამისად, დღეს პირველი რეისების შესრულებას გეგმავს.
მძღოლების განცხადებით, კომპანიას რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. ისინი "მეტრო პლუსის" სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ. 

კომპანიის ოფისთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. აქციის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა გარკვეულწლილად შეზღუდულია, თუმცა პოლიციის დახმარებით გზა დროდადრო იხსნება.

"მეტროპლუსის" წარმომადგენლები ოფისში ჯერჯერობით არ გამოჩენილან.