მარიამ გერსამიამ თსუ-ის აკადემიური საბჭო დატოვა

მარიამ გერსამიამ თსუ-ის აკადემიური საბჭო დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ საბჭო დატოვა. ამის შესახებ მარიამ გერსმაიამ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა. 
მისი თქმით, გუშინ აკადემიური საბჭოს წევრებმა მოისმინეს ორივე მხარის მოთხოვნები და გამოითქვა სურვილი, რომ დაიწყება შესაბამის ზომების გატარება. "ჩვენ ასევე მოვუწოდეთ სტუდენტებსა და პროფესორებს სიმშვიდისკენ, რომ აღარ მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რომ არ უნდა მოხდეს სიძულვილის ენის გამოყენება და არც ერთმანეთის დისკრედიტაცია ამ პროცესში და ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში, ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს უნივერსიტეტს", - განაცხადა გერსამიამ. 

მისი თქმით, ერთადერთი, რაც დღეს საბჭოს შეუძლია, ეს არის ის, რომ რექტორის გადადგომასთან დაკავშირებთ დაიწყოს მსჯელობა. 

"რექტორი პიროვნულად დაწერს თუ არა განცხადებას, ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა. მე რა შემიძლია ვთქვა, როგორც მარიამ გერსაიამ, ამ დღეებში სულ მახსენდებოდა 13 ივნისის შემდეგ ჩვენი სტუდენტების სახე. მე ვხედავდი უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ ფანტასტიურ ახალგაზრობას და ახალგაზრულ მუხტს, რომელიც ქვეყნის დასახმარებლად ერთმანეთის გვერდით მუშაობდა, არავინ ლაპარაკობდა იმაზე, ვინ იყო თვითმმართველობის წარმომადგენელი, ვინ იყო "მწვანე მუშტის", "115 აუდიტორიის", "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების" მომხრე. მე ასეთი საქართველო მინდა, ასეთ სტუდენტობას ვუჭერ მხარს, ამიტომ ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, როგორც აკადემიური საბჭოს წევრის. მე ვდგები დღეს იქ, სადაც არ მოხდება სტუდენტების გაყოფა თვითმმართველობად და დაპირისპირებულ მხარედ. აუდიტორია, სადაც მე ხვალ შევალ პროფესორის და არა აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსით, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. მე ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად, იქ სადაც, ჩემი ადგილია და იქ სადაც, ჩემი სტუდენტების ადგილია და იქ სადაც, არ ხდება ადამიანების დაქსაქსვა და გაყოფა. 
მე ჩემ როლს ვხედავ სტუდენტების გვერდით, სადაც არის ერთიანობა, სოლიდარობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და მე ყველა სტუდენტს, განურჩევლად შეხედულებისა, ვუცხადებ სოლიდარობას. მიგულეთ თქვენს გვერდით", - განაცხადა გერსამიამ.