სტუდენტური თვითმმართველობა და

სტუდენტური თვითმმართველობა და "აუდიტორია 115" დღეს სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელებს

"აუდიტორია 115" და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დღეს სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სტდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაზე ძალაშია სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით, ასევე ძალაშია "აუდიტორია 115"-ის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. საბაურის განმარტებით, გარკვეულ საკითხებზე ორ მხარეს შორის არსებობს საერთო შეხედულებები, ხოლო რა ფორმით მოხდება სამომავლოდ მათი მოთხოვნების შესრულებისთვის ბრძოლა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. 
"მათ აქვთ მოთხოვნა აკადემიურ საბჭოსთან დაკავშირებით, ხოლო ჩვენ - რექტორის გადადგომაზე. ამ პირობებს არც ერთი მხარე არ ვთმობთ, შესაჯერებელია პოზიციები და ჩვენ, სრულიად სტუდენტები მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება. გარე დემონსტრაციებს ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რა ფორმით გაგრძელდება ბრძოლა, ეს ხუთშაბათს გადაწყდება", - განაცხადა შალვა საბაურმა.

მისივე თქმით, "აუდიტორია 115"-მა მიიღო დაშლის გადაწყვეტილება და მათ დატოვეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.

"ჩვენც დავტოვეთ პირველი კორპუსი და იქ ამჟამად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღარ დგანან, რაც ძალიან კარგია, რადგან იქაურობა ციხეს ჰგავდა. კარგია, რომ რიგ საკითხებზე გამოიკვეთა მსგავსი შეხედულებები. მოლაპარაკებების შედეგებს ხვალ შეიტყობთ", - განაცხადა შალვა გუშინ საბაურმა.