რექტორის იმპიჩმენტი აკადემიური საბჭოს პრეროგატივაა, მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე

რექტორის იმპიჩმენტი აკადემიური საბჭოს პრეროგატივაა, მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა აკადემიური საბჭოს წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან მინისტრთან და აკადემიურ საბჭოსთან გამართული შეხვედრა გარკვეული მიზეზების გამო ადრევე დატოვა და ამჟამად უნივერსიტეტის წინაშე არსებული პრობლემების განხილვა გრძელდება.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა აკადემიურმა საბჭომ მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს, პაპავამ უპაუსხა, რომ ეს არის საბჭოს პრეროგატივა და იგი მზად არის მას დაემორჩილოს. "ეს არის აკადემიური საბჭოს პრეროგატივა. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ არის თუ უნივერსიტეტი კანონის ფარგლებში დარჩება", - განაცხადა პაპავამ.