ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალები გადასცა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალები გადასცა.

თუნუქის სახურავი, ხის მასალა, არმატურა, ცემენტი და სამშენებლო ბლოკი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცა. 76 560 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები დღეს ბაილეთის, ბოხვაურის, შრომის, ნატანების, ჯუმათის, მთისპირის, ნასაკირალის, შემოქმედის, ურეკის, მერიისა და ბახვის თერიტორიულ ერთეულში მცხოვრებმა დაზარალებულმა ოჯახებმა მიიღეს. მასალები დაზარალებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა. „ვაგრძელებთ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას. ამ ეტაპზე 15 ოჯახს დავაკმაყოფილებთ. შემდეგ ეტაპზე საშენებლო მასალებით სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.