„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება“

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება“

დღეს, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრნენ.

„საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აწარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საავადმყოფოს ბაზაზე საუნივერსიტეტო კლინიკაც იმუშავებს, რაც რეგიონში ახალი კადრების შექმნას შეუწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამედიცინო მეცნიერების განვითარებასა და ახალი კადრების შექმნას რეგიონში" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონო მომსამხურებას პირველად შესთავაზებს.

ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.