ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთის სურვილია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვონ.
"წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას უნდა ველოდოთ, მათ შორის, მედიაშიც", - განაცხადა ექსპერტმა.
რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე კი აღნიშნა, რომ რუსეთი მანამ არ გაამარტივებს სავიზო რეჟიმს, ვიდრე ამას ევროპა არ გააკეთებს.
"რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯს, ვიდრე სხვა არ გააკეთებს ამას",_ აღნიშნა მან.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დღეს პრაღაში, კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.