თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პატრიარქს შეხვდა.
პაპავას თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად პატრიარქი იყო. "უნივერსიტეტი საკმაოდ ცუდ მდგოამრეობაშია. რექტორის გადადგომა კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ვითარებას. შეხვედრა მისი უწმინდესობის თხოვნით მოეწყო. ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა, ჩემგან გაეგო, კონკრეტულად, რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია, დღეს, რა მდგომარეობაა. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისადმი, რომ ილოცონ", - განაცხადა პაპავამ.