გიორგი კვირიკაშვილი:  ვაპირებ, აჭარის მთავრობასთან მეჩეთის თემაზე საუბარს

გიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებ, აჭარის მთავრობასთან მეჩეთის თემაზე საუბარს

ვაპირებ, აჭარის მთავრობასთან მეჩეთის თემაზე საუბარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის საკითხზე კომენტირების დროს განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მუსლიმებმა მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.

"მეჩეთის საკითხი დიდი ხანია დგას, წერილითაც მომმართეს ამის თაობაზე. აჭარის მთავრობასთან საუბრის შემდეგ ალბათ გაკეთდება შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, მუსლიმების 12 ათასიანი ხელმოწერილის შესახებ, რომლითაც ისინი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ, მთავრობის პირველი პირები ინფორმირებული არიან. მუფთი დარწმუნებულია, რომ მთავრობა მუსლიმებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.