გიორგი კვირიკაშვილი ჯონ კერის ვიზიტზე: ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ

გიორგი კვირიკაშვილი ჯონ კერის ვიზიტზე: ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ

ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ჩვენი ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე კომენტირების დროს განაცხადა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა გუშინ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შორის. მიხეილ ჯანელიძე ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი. ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრებს. ჯონ კერი საქართველოს ზაფხულში ეწვევა.

აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ბათუმში მშენებარე ობიექტისა და დასრულებული დაწესებულების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირების დროს გააკეთა.