როგორ შეიძლება პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი, როცა ქართველი პოლიტიკოსები ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებენ

როგორ შეიძლება პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი, როცა ქართველი პოლიტიკოსები ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებენ

როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია.

"მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა.

ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ", - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.