თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ულიტიმატუმის მიუხედავად, ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. როგორც თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ თანხმდება ულტიმატუმის პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს ნებისმიერ მხარეს.
"მე გადადგომას არ ვაპირებ. გავა 1 საათი თუ საჭირო გახდება შევხვდები და კომუნიკაციას დავიწყებ", - განაცხადა პაპავამ.
თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომისთვის ერთსაათიანი ვადა მისცა.
როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პატაა ბახტურიძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა 15:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად სხვა სტუდენტებიც დაიწყებენ.