„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და მათი აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული“

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და მათი აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც უნივერისტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრის გათვალისწინება. „ვიზიარებ ერთი მხრივ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია, მინდა ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ და მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. მზად ვართ, უბრალოდ, დრო სჭირდება და ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერმა.