ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ: კარასინი ხიდაშელის განცხადებაზე

ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ: კარასინი ხიდაშელის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მსოფლიოს ანტირუსული საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"გზაგასაყარზე ვართ, როცა არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან კონფრონტაციას უნდა დავიბრუნდეთ, ან ეტაპობრივად გავაგრძელოთ უერთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა და სწორედ, ამ კონტექსტში გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები. ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილური მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჩვენ ველოდებით ნორმალურ ურთიერთობებს იმ ორწლიანი შედეგიდან, რომელმაც კარგი მიღწევები მოიტანა, მათ შორის ვიზების ლიბერალიზაციაზე, სავაჭრო, სატრანსპორტო ურთიერთობებში. წინ უნდა წავიწიოთ, ყველა დაპირისპირებას ერთბაშად ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ კონსტრუქციულ ურთიერთობამდე",- განაცხადა კარასინმა.