დღეს რომ ამბობენ

დღეს რომ ამბობენ "მაესტროს" ასათიანის ვალი აქვსო, შეიძლება ზარალი იმხელა იყოს, იქით ჰქონდეთ თანხა გადასახდელი

დღეს რომ ამბობენ "მაესტროს" მაკა ასათიანის ვალი აქვსო, შეიძლება ზარალი იმხელა იყოს, რომ იქით ჰქონდეთ გადასახდელი თანხა "მაესტროსთვის", - ამის შესახებ შპს "სტუდია მაესტროს" წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" კონტრაქტი, რომლითაც შპს "სტუდია მაესტროს" სარეკლამო დროა ნაყიდი უკვე დარღვეულია, რადგან ხელშეკრულებაში "იმედი" სასაქონლო ნიშან "მაესტროს" ითხოვს.

"იმედთან" კონტრაქტი უკვე დარღვეულია. მათი მოთხოვნაა, რომ როდესაც სარეკლამო დროს გამოიყენებენ, იქ უნდა იყოს სასაქონლო ნიშანი "მაესტრო". "ემ ინვესტმენტისა" და ბაჩო კიკაბიძის მოქმედებების შედეგად კი რა თქმა უნდა, დარღვეულია ეს ვალდებულება. ჯარიმა მთლიანად "ემ ინვესტმენტს" დაეკისრება და მათ შორის შპს "სტუდია მაესტროსგანაც" დაეკისრება ზარალის ანაზღაურება. შეიძლება ისე მოხდეს, დღეს რომ ამბობენ "მაესტროს" მაკა ასათიანის ვალი აქვსო, შეიძლება იქით ჰქონდეთ გადასახდელი თანხა "მაესტროსთვის", იმხელა იყოს ზარალი. იურიდიულად ეს ძალიან ცხადია და ჩვენ ამ ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

როგორც ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "იმედთან" კონტრაქტისთვის პრობლემების შექმნა, არა "მაესტროს" ბრალეულობით, არამედ "ემ ინვესტმენტის" მიერ ხდება, რომელიც შპს "სტუდია მაესტროს" გენერალურ დირექტორს შენობაში არ უშვებს.