აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის გაგრძელებამდე შენარჩუნდება

აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის გაგრძელებამდე შენარჩუნდება

ყირიმის გამო რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები მანამ შენარჩუნდება, ვიდრე ოკუპაცია გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს ოკუპაცია და ყირიმი დაუბრუნოს უკრაინას. 21-ე საუკუნეში ჩვენ არ დავუშვებთ ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლას", - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყება ასევე შეშფოთებას გამოხატავს ყირიმში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების - განსაკუთრებით ყირიმელი თათრებისა და ეთნიკურად უკრაინელების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო.

"არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ჩახშობილი ან გამოძევებულია და საერთაშორისო დამკვირვებლებს კვლავ უარს ეუბნებიან ნახევარკუნძულზე ჩასვლაზე", - წერია განცხადებაში.