თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს.

როგორც თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პატაა ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა 15:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად სხვა სტუდენტებიც დაიწყებენ.

მისივე თქმით, თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან ვლადიმერ პაპავას გადადგომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.

ამ დროისთვის თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია დროებით შეწყვეტილია და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქცია განახლდება.