ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საქმეზე პროცესი 2 საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ პროცესზე პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მისი თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ამა თუ იმ პირის იდენტიფიცირება მომხდარიყო.

დაცვის მხარე და თავად ბრალდებულები მიიჩნევდნენ, რომ სხდომის დახურვას ან მის ღია ფორმატში ჩატარებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის თქმით, "დასამალი არაფერი აქვს".

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მედიას და ბრალდებულთა ახლობლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

პროცესზე პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.