პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატები - ომარ ნიშნიაძე და კარლო კოპალიანი მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მათმა კოლეგებმა და მანდატურებმა განმუხტეს.
კარლო კოპალიანმა მიხეილ მაჭავარიანის მისამართით დეპუტატის პერსონალური მიკროფონი ისროლა.
ომარ ნიშნიანიძის გაღიზიანება უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის გამოსვლას მოჰყვა, სადაც ბარამიძემ ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა განცხადება.
სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.