ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრას დღესაც საკუთარ სახლში გამართავს

შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე დღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად გაჩეჩილაძემ დაუდასტურა.

შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორის განცხადებით, შეხვედრა 17:00 საათზე, მასთან სახლში გაიმართება.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, საუბარი "ყველა საკითხს" შეეხება. მისივე თქმით, შეხვედრას ტექნიკურ პერსონალთან ერთად, ჟურნალისტებიც დაესწრებიან.

"ვის რა პრობლემა აწუხებს აქ გაირკვევა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება "მაესტროს" თანამშრომლებისთვის შეთავაზებულ იურიდიულ დახმარებას, გაჩეჩილაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრას ადვოკატები არ დაესწრებიან.

"ვეტყვი სად არის ოფისი და თუ ვინმეს სურვილი ექნება მივა თავად", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.