ამ კადრებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაიწყო გავრცელება, რაც უკავშირდება ივანიშვილის მმართველობას

ამ კადრებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაიწყო გავრცელება, რაც უკავშირდება ივანიშვილის მმართველობას

საპარლამენტო უმცირესობა ,,პირადი თავისუფლების ქარტიის" შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივა ოთხ ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული

,,პირადი თავისუფლების ქარტია" – ასე ჰქვია ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოთხ პრინციპს ეფუძნება. აღნიშნულის მიხედვით უნდა გაუქმდეს სუს-ი, უნდა შეიცვალოს მოსმენების შესახებ კანონი და ეს კანონი უნდა დაეფუძნოს არსამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, ანუ "მოსმენების გასაღები" გადავიდეს სასამართლოს ხელში. ასევე უნდა შეიქმნას სააგენტო, რომელიც სამართალდამცავების ზედამხედველობას განახორციელებს და მეოთხე პრონციპი, უფლებამოსილება უნდა გაუფართოვდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს

იმისათვის, რომ მოხდეს სამოქალაქო კონტროლი.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაიწყო გავრცელება ამ კადრებმა და ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. ამ სტილით ოპონენტებს ელაპარაკებიან რუსი ოლიგარქები. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა როდის იყო გადაღებული ეს კადრები, გავრცელება არის ხელისუფლების სტილი", - განაცხადა სერგო რატიანმა.