"ისლამური სახელმწიფოდან" რუსეთში დაბრუნებული მებრძოლები ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნიან

რუსეთიდან "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების მიზნით წასულები და შემდეგ უკან დაბრუნებული მებრძოლები უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ვიდრე ის ჯგუფები, რომლებიც რუსეთში არსებობს. ამის შესახებ "კავკაზსკი უზელის" აღმასრულებელი რედაქტორი გრიგორი შვედოვი აღნიშნავს.

მისივე თქმით, რუსეთში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების მოქმედებები ბოლო პერიოდში შემცირებულია. ამასთან, შვედოვის განცხადებით, ჩეჩნური დაჯგუფება "კავკასიის იმარატი" მკვდარია და მისი აქტიურობა ნულს უტოლდება. თუმცა, პარალელურად, ჩრდილოეთ კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოდან" დაბრუნებული მებრძოლების მხრიდან ტერორისტული საფრთხე იზრდება.