ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის წევრების მხარდასაჭერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ, რათა მხარი დაუჭირონ თსუ-ს თვითმმართველობის წევრებს და სოლიდარობა გამოუცხადონ მათ, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან რექტორის გადადგომის მოთხოვნას და ფიქრობენ, რომ ეს არის თსუ-ს სტუდენტების გადასაწყვეტი საქმე. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თსუ-ს ეზოში დახვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები.

უნივერსიტეტთან მობილიზებულია ასევე პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის შენობაში არ გადაინაცვლონ.