ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი მეუღლის დაკავების საქმეში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.
როგორც ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დახურვის შემდეგ განუცხადა, მას ამ საქმეზე ეჭვები აქვს, თუმცა ამის შესახებ განჩინების შემდეგ ისაუბრებს.
ჯამალაშვილის თქმით, დაცვის მხარე სხდომის დახურვას არ ითხოვდა და არც უნდოდა.
"ამის მეტი არაფერი ვიცი, თუმცა ჩემი ეჭვების შესახებ მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც სხდომა დასრულდება", - განაცხადა ჯამალაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე სასამართლო სხდომა სრულად დახურა.