მიხეილ სააკაშვილი მომდევნო არჩევნებს გამოტოვებს, მას ვერ აირჩევენ უკრაინის პრეზიდენტად ან პარლამენტში, ვინაიდან მან ქვეყნის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, უკრაინის კანონმდებლობით კი კანდიდატს კენჭისყრის უფლება მოქალაქეობის მიღებიდან ხუთ წელიწადში აქვს, - ამის შესახებ "კიევპოსტი" წერს.
"როგორც კი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება, სააკაშვილის გუნდი გადაწყვეტს თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდეს არჩევნებზე. ისინი გააგრძელებენ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის იდეის შესახებ კამპანიას", - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვლადიმირ ფესენკომ "კიევპოსტთან" ინტერვიუში.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერი არსენი იაცენიუკი უკრაინულ საზოგადოებაში ნდობას კარგავენ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ეს კი ახალ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას ძალები გამოსცადონ. მათგან უკრაინული გამოცემის ცნობით, ერთ-ერთია მიხეილ სააკაშვილი.