თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოშიმშილე პროფესორების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოშიმშილე პროფესორების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოშიმშილე პროფესორების რიცხვი 5-მდე გაიზარდა. როგორც პროფესორები აცხადებენ, მათ შიმშილობა გუშინ დაიწყეს და მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავაზე ზეწოლა და არ დატოვოს მან თანამდებობა.

ამ დროისთვის მოშიმშილე პროფესორები თამარ დოლიძე, მანანა ხარხელი, გიული ქეშელაშვილი, მანანა ტაბატაძე და იზოლდა ჭილაძე რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილები.