პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი მოწმის სახით დაკითხა

პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი მოწმის სახით დაკითხა

პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლი თემურ კენკებაშვილი მოწმის სახით, გუშინ გვიან ღამით დაკითხა. დაკითხვა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ფარულ ჩანაწერებს შეეხებოდა.

დეტალებზე კენკებაშვილი არ საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ დაკითხვაზე მისვლა კიდევ მოუწიოს.

"პირველი დაკითხვა ეხებოდა "ქრონიკა+"-ის ოფისში მიტანილ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ეს დაკითხვაც ეხებოდა ერთ-ერთ თემას, რომელზეც დღეს გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. უბრალოდ მოწმის სტატუსით მოხდა ჩემი გამოკითხვა," - განუცხადა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა თემურ კენკებაშვილმა "რუსთავი2"-ს.