"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყში ტერიტორიების 22 პროცენტზე კონტროლი დაკარგა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყში ბოლო 14 თვის განმავლობაში ტერიტორიების 22 პროცენტზე დაკარგა კონტროლი.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ანალიტიკური სააგენტო IHS-ის კვლევაშია აღნიშნული.

ექსპერტების შეფასებით, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ იგივე პერიოდში შემოსავლების 40 პროცენტიც დაკარგა, მისი დიდი ნაწილი ნავთობის გაყიდვებზე მოდიოდა. კვლევის მიხედვით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ექსტრემისტები ვეღარ აკონტროლებენ სირია-თურქეთის სასაზღვრო რეგიონს.