"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე შენობაში ძალით შესვლას და ტექნიკის წაღებას აპირებს.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ძალით აპირებს შემოსვლას. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ტექნიკის წაღებასაც აპირებს.
ზოგი ტექნიკა არის ჩამონტაჟებული კედლებში და ალბათ ის დაიწყებს კელდების ნგრევასაც, ვერ გეტყვით ზუსტად", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება დღეს არსებული ვითარება, ბაია გადაბაძე განმარტავს, რომ ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის ამ მონაცემებით, თუ ლევან გაჩეჩილაძემ არ სცადა შეჭრა.