თამარ სანიკიძე - რექტორის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ მივიღებთ

თამარ სანიკიძე - რექტორის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ მივიღებთ

ერთადერთი საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ მივიღებთ, არის რექტორის გადადგომის საკითხი, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს გუშინ, უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან და სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა რეალურად უნივერსიტეტში "ოდეერის" სისტემა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, კანონით განსაზღვრული შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული. 

მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა დააფიქსირეს მზაობა, მოხდეს თვითმმართველობის სტრუქტურული ცვლილება და ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული, რადგან უნივერსიტეტის თვითმმართველობას უფლებამოსილება 2 თვეში ეწურება. 

თამარ სანიკიძის ინფორმაციით, გაგრძელდება მუშაობა უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო გადადგება თუ არა ვლადიმერ პაპავა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.