სტუდენტურ თვითმმართველობებთან ლადო პაპავას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

სტუდენტურ თვითმმართველობებთან ლადო პაპავას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

განათლების მინისტრის მოადგილის, გია შარვაშიძისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობებთან უშედეგოდ დასრულდა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აქციის შეწყვეტაზე და უნივერსიტეტის შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს, სანამ მათი მოთხოვნა რექტორის გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.

"თუ წავა რექტორი თანამდებობიდან, ჩვენ დავტოვებთ უნივერსიტეტის შენობას", - განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა.