პროკურატურაში გადმოგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია იმ ფაილებზე, რომელიც არ განადგურდა და პროკურატურაში გადაიგზავნა. "პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები ამ ფაილებში არ შედიოდა. ჩვენთან გადმოიგზავნა სხვა ხასიათის ჩანაწერები. ამ ფაილებზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოცულობიდან გამომდინარე ამ ფაილების ანალიზს, დათვალიერებას და ექსპერტიზას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. ეს ის ფაილებია, რომლებიც არ განადგურდა და ჩვენთან გამოიგზავნა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.