სტუდენტების ის ჯგუფი, რომელიც აუდიტორია 115-ში იკრიბება და გიორგი გაფრინდაშვილის გადადგომას ითხოვდა, დღეს განათლების მინისტრთან შეხვედრაზე არ მივა.
სტუდენტებმა წამოაყენეს ულტიმატუმი და განაცხადეს, რომ შეხვედრას იმ შემთხვევაში დაესწრებიან, თუ მათ მხარდამჭერებს, უნივერსიტეტის შენობაში შეუშვებენ.
მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მათი მომხრეები უნივერსიტეტის გარეთ, სიცივეში იმყოფებიან, ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრაზე არ მივლენ. აუდიტორია 115-ის წევრები საკუთარი მომხრეების უნივერსიტეტში შეშვებას ითხოვენ, რის შემდეგაც დიალოგისთვის მზად არიან.