ალბანეთის ევროკავშირში წევრობის საკითხი ვერ იქნება განხილული, თუ ალბანეთი მართლმსაჯულების "ღრმა" რეფორმებს არ განახორციელებს, - როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ტირანაში ვიზიტისას განაცხადა.
ალბანეთმა, რომელიც 2009 წლიდან ნატო-ს წევრია, ევროკავშირში წევრობის განაცხადი 2014 წელს შეიტანა. მას შემდეგ ევროკომისია ალბანეთს კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხარისხს უწუნებს.
"მხოლოდ ღრმა და ყოვლისმომცველი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა იქნება საფუძველი ალბანეთთან წევრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების", - განაცხადა მოგერინიმ.