გაერო-ს ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა წარმოადგინა, სამშვიდობო დანაყოფების მხრიდან 2015 წელს 99 სქესობრივი ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც euronews.ge The Guardian-ზე დაყრდნობით წერს, მოხსენება მოიცავს 21 ქვეყნის წარმომადგენელთა მოქმედებას, რომლებიც ოპერაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, ძირითადად აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ახორციელებდნენ.
"მოხსენება ასევე არ ამჟღავნებს გაერო-ს 30-ზე მეტი იმ თანამშრომლის ვინაობას, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სამშვიდობო ძალების რიგებში და ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულში. მოხსენება მოიცავს სამშვიდობოებს გერმანიიდან, განიდან, სენეგალიდან, სლოვაკეთიდან, მოლდოვიდან, სამხრეთ აფრიკიდან, მოროკოდან, ბენინიდან, ნიგერიიდან და გაბონიდან. ბრალდებები მოხსნენების მიხედვით ასევე ვრცელდება სხვა ევროპული ქვეყნებისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გარდა, ბრალდებები მოიცავს იმ სამშვიდობო ძალების კონტინგენტებსაც, რომლებიც მსახურობდნენ ჰაიტიში, მალიში, კონგოსა და სპილოს ძვლის ნაპირზე.
მოხსნება მოიცავს რეკომენდაციებს სამშვიდობო კონტიგენტების წარმგზავნი ქვეყნების მიმართ, რათა ამ ქვეყნებმა ადვილად შესძლონ დამნაშავეთა გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა", - წერს euronews.ge.