ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც წინასაარჩევნოდ ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან გუშინ გამართული შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნული განცხადებაც სწორედ ამ კონტექსტში გააკეთა.
"ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ "ქართული ოცნება" მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს," – განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.