ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, ილია მეტრეველი აირჩიეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, კენჭისყრისას, ილია მეტრეველმა საკრებულოს 15 წევრიდან 10-ის მხდარდაჭერა მიიღო.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან 5 თებერვალს, იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.